თენგიზ შარმანაშვილი – გერმანიის ელჩზე: დედამიწაზე არავინ არ დაუშვებს ასეთ ზეწოლას, უბრალოდ ჩვენთან ჩათვალა, რომ დაბალი ღობე ვართ და ჩვენს ქვეყანაში შეიძლება ასე მოიქცეს

„დედამიწაზე არავინ არ დაუშვებს ასეთ ზეწოლას, უბრალოდ ჩვენთან ჩათვალა, რომ დაბალი ღობე ვართ და ჩვენს ქვეყანაში შეიძლება ასე მოიქცეს,”- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა გერმანიის ელჩზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ფაქტობრივად ის მხარს უჭერდა რევოლუციურ პროცესებს.

“დედამიწაზე არავინ არ დაუშვებს ასეთ ზეწოლას, უბრალოდ ჩვენთან ჩათვალა, რომ დაბალი ღობე ვართ და ჩვენს ქვეყანაში შეიძლება, ასე მოიქცეს. აბა, როგორ განმარტავს ის, რომ მივიდა სასამართლო პროცესზე და თარჯიმანიც არ დაისწრო, თუ აინტერესებდა, რატომ ქნა ასე? უბრალოდ, თავისი იქ ყოფნა უნდოდა მოსამართლეზე ზეწოლა მოახდინა, რომ აი, მე აქ ვარ და არაფერი შეგეშალოსო. ფაქტობრივად, ის მხარს უჭერდა რევოლუციურ პროცესებს, თან ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩვენი ხელისუფლება განუმარტავდა, რომ ეს არ იყო სწორი საქციელი და აზიანებდა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს”, – აცხადებს შარმანაშვილი.

შეგახსენებთ, გერმანიის ელჩი აცხადებს, რომ ვენის კონვენცია არ დაურღვევია. პეტერ ფიშერი ამბობს, რომ არ ჩარეულა საქართველოს შიდა საქმეებში. განმარტების გაკეთება კი, არა გერმანიის ხელისუფლებამ, არამედ საქართველოში სთხოვეს, თუმცა, ვინ, არ აკონკრეტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები