სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის საავტორო ,,უსაფრთხოების სასერტიფიკატო კურსი“ დაიწყო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის საავტორო ,,უსაფრთხოების სასერტიფიკატო კურსი“ დაიწყო. ინფორმაციას სუსი ავრცელებს.
უწყების ცნობით, კურსი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ და სასწავლო ცენტრის დირექტორმა მალხაზ ჩიტაიამ გახსნეს. მათ მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატება უსურვეს.
,,ღონისძიების დასრულების შემდეგ, კურსის მონაწილეებმა პირველი ლექცია მოისმინეს და აქტიურად ჩაერთნენ სასწავლო პროცესში.
სასერტიფიკატო კურსში საქართველოს 65 მოქალაქე მონაწილეობს. პროექტი მათ შესაძლებლობას აძლევს, ერთი თვის განმავლობაში, ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ უსაფრთხოების სფეროს წამყვანი ექსპერტებისგან მიიღონ.
პროექტის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ და ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელობის გააზრება”,- წერია ინფორმაციაში.
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.