გურამ მაჭარაშვილი – ერთნაირსქესიანთა საკითხზე ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ევრობიუროკრატიამ პირდაპირ დაავალა წევრ სახელმწიფოებს, რომ ოჯახად მიიღონ ერთნაირსქესიანი ადამიანების დაქორწინება
“ევრობიუროკრატიამ პირდაპირ დაავალა წევრ სახელმწიფოებს, რომ ოჯახად მიიღონ ერთნაირსქესიანი ადამიანების დაქორწინება,“- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„გვეუბნებოდნენ ვინ გაძალებთ, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდესო. ახლა რაღას იტყვიან, როცა ევრობიუროკრატიამ, მართლმსაჯულებამ პირდაპირ დაავალა წევრ სახელმწიფოებს, რომ ოჯახად მიიღონ ერთნაირსქესიანი ადამიანების დაქორწინება. ეს არის ზუსტად ის რეალობა, რასაც საქართველოში არასდროს მივიღებთ“ , – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ერთნაირი სქესის მოქალაქეებს შორის ქორწინება, რომელიც კანონიერად არის გაფორმებული სხვა წევრ სახელმწიფოში.