თორნიკე ჭეიშვილი – ერთნაირსქესიანთა საკითხზე ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: განვლილი პერიოდის განმავლობაში ვისმენდით ოპონენტების მხრიდან აბსოლუტურად უსუსურ რიტორიკას იმის შესახებ, რომ საკითხები, რომელზეც ჩვენ ვახდენდით აპელირებას იყო მოგონილი
“განვლილი პერიოდის განმავლობაში ვისმენდით ოპონენტების მხრიდან აბსოლუტურად უსუსურ რიტორიკას იმის შესახებ, რომ საკითხები, რომელზეც ჩვენ ვახდენდით აპელირებას და შესაბამის საკანონმდებლო რეფორმებს ვახორციელებდით, იყო მოგონილი, “- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველამ დაინახა, რომ რეალურად ეს გამოწვევა, რომელიც უკავშირდება ლგბტ პროპაგანდის ტირაჟირებას, დამატებითი საკანონმდებლო რეგულაციების შემოღებას, ძალიან მწვავეა.
„განვლილი პერიოდის განმავლობაში ვისმენდით ოპონენტების მხრიდან აბსოლუტურად უსუსურ რიტორიკას იმის შესახებ, რომ საკითხები, რომელზეც ჩვენ ვახდენდით აპელირებას და შესაბამის საკანონმდებლო რეფორმებს ვახორციელებდით, იყო მოგონილი, თითიდან გამოწოვილი და ა.შ. ახლა უკვე ყველამ დაინახა, რომ რეალურად ეს გამოწვევა, რომელიც უკავშირდება ლგბტ პროპაგანდის ტირაჟირებას, დამატებითი საკანონმდებლო რეგულაციების შემოღებას, ძალიან მწვავეა“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ერთნაირი სქესის მოქალაქეებს შორის ქორწინება, რომელიც კანონიერად არის გაფორმებული სხვა წევრ სახელმწიფოში.