გიორგი კახიანი: პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის თემა ეხება „იგლ ჰილსის“ ინვესტიციას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე – განათლების რეფორმას

“პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის თემა ეხება „იგლ ჰილსის“ ინვესტიციას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე – განათლების რეფორმას,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს თემები საზოგადოებისთვის დიდ მნიშვნელობას წარმოადგენს.

„ინტერპელაციის თემა ეხება ორ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. პირველი ეს არის „იგლ ჰილსის“ ინვესტიცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე – განათლების რეფორმა. ვინაიდან ეს ისეთი თემებია, რომლებიც საზოგადოებისთვის დიდ მნიშვნელობას წარმოადგენს და საკმაოდ სენსიტიურია, მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ თუ რამე კითხვა შეიძლება არსებობდეს საზოგადოებაში ამ თემებთან დაკავშირებით, მთლიანადაა ჩამოყალიბებული ინტერპელაციაში“, – აღნიშნა კახიანმა.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტი პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით მოუსმენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები