,,ვფიქრობ, უკვე ორმაგ სტანდარტებთან აღარ გვაქვს საქმე” – წილოსანი

,,ვფიქრობ, უკვე ორმაგ სტანდარტებთან აღარ გვაქვს საქმე. ფაქტობრივად, ეს ყველაფერი აქციეს სტანდარტად, რომ თუ ამ ძალების ინტერესშია ადამიანებს უსამართლოდ დაუყადაღონ თანხები, უსამართლოდ დაასანქცირონ, უსამართლოდ გააკრიტიკონ, ეს „მოსულა“, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, „კრედიტ სუისს“ დავა მოუგო.

წილოსანის თქმით, ეს არის სტანდარტი, რომლითაც, სამწუხაროდ, არაფორმალური გლობალური გავლენის ძალები მოქმედებენ.

„საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი გავხდით ამ შემთხვევაში, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უკვე მერამდენე წელია ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს ადამიანი მანამ, სანამ თავად ისინი გააჟღერებდნენ, სანქცირებული იყო. ზუსტად სანქცირებული იყო იმ თანხების უკანონოდ წართმევით, რომელიც სამწუხაროდ ერთ-ერთმა უსერიოზულესმა შვეიცარიულმა ბანკმა განახორციელა და რომელთან დაკავშირებითაც ლონდონის უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. კიდევ ერთხელ, უკვე მესამე ინსტანციით და საბოლოოდ გაამართლა ბიძინა ივანიშვილი.

განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, რომ კეთილსინდისიერი კლიენტის მიმართ წარმოუდგენელ, უპრეცედენტო ყაჩაღობასთან ჰქონდა საქმე. მეორე მხრივ, მისი არსებული თანხებიც, რომლებიც ამ ეტაპზე ამ ბანკშია, ეს თანხებიც კი გაყინულია. არ ვსაუბრობთ იმაზე, რაც სასამართლოთი აქვს მოგებული, იმის დაბრუნება მოხდეს. ამ თანხების მიღმა სხვა თანხებიც გაყინული აქვს და ეს ყველაფერი ხდება ერთადერთი მიზნით, რომ ბიძინა ივანიშვილი გახდეს მათი მარიონეტი. შეასრულოს ის დავალებები, რომლებსაც ძალიან კარგად უსრულებდა სააკაშვილი და მისი შანტრაპა“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები