პარლამენტმა რუსუდან თევზაძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

საკანონმდებლო ორგანომ რუსუდან თევზაძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. ინფორმაციას სქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათვე ცნობით, პლენარულ სხდომაზე, დადგენილების პროექტი საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა წარადგინა.

მისი განცხადებით, რუსუდან თევზაძემ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტს პირადი განცხადებით მიმართა.

დადგენილების პროექტს 77-მა პარლამენტის წევრმა დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები