ნინო წილოსანი: გლობალურ არაფორმალურ ძალებს მიტაცებული აქვთ სხვადასხვა ინსტიტუცია, თუ ორგანიზაცია – შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ის ყაჩაღობა და თაღლითობა, რაც „კრედიტ სუისის“ ქეისის ირგვლივ ვნახეთ, ლონდონის უზენაესმა სასამართლომაც დაადასტურა
„გლობალურ არაფორმალურ ძალებს მიტაცებული აქვთ სხვადასხვა ინსტიტუცია, თუ ორგანიზაცია. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ის ყაჩაღობა და თაღლითობა, რაც „კრედიტ სუისის“ ქეისის ირგვლივ ჩვენ ვნახეთ, ლონდონის უზენაესმა სასამართლომაც დაადასტურა,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისივე თქმით, თინა ბოკუჩავა თავის პატრონებს ხოტბას ასხამს და განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს „დიფ სთეითს“.
„გლობალურ არაფორმალურ ძალებს მიტაცებული აქვთ სხვადასხვა ინსტიტუცია, თუ ორგანიზაცია. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ის ყაჩაღობა და თაღლითობა, რაც „კრედიტ სუისის“ ქეისის ირგვლივ ჩვენ ვნახეთ, ლონდონის უზენაესმა სასამართლომაც დაადასტურა. ამის ნათელი მაგალითია ის არაფორმალური, ოლიგარქიული გავლენები, რომელიც მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა პროცესებს პოლიტიკურს, თუ საომარ პროცესებს აორგანიზებენ, რომლებიც არიან სწორედაც ჩვენი ლოკალური ომის პარტიის მფარველი და მხარდამჭერები. გასაკვირი არაფერია, რომ თინა ბოკუჩავა თავის პატრონებს ხოტბას ასხამს და განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს „დიფ სთეითს“ , – აღნიშნა წილოსანმა.
შეგახსენებთ, დღეს გამართულ ბრიფინგზე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს „უნდა ესმოდეს, რომ ის ამ მილიარდ დოლარს დაიბრუნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნებს ქვეყანას.