“ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მედია ქმნის ქსენოფობიურ ნარატივს, ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა ჰქონდეს ბრიუსელს” – პაპუაშვილი
“ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მედია ქმნის ქსენოფობიურ ნარატივს, ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა ჰქონდეს ბრიუსელს, ევროკავშირის საელჩოს, რომ ისინი ჩართული არიან ქსენოფობიაში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს.
“ეს ევროპამ 100 წლის წინ გადაიტანა – დღეს, რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, ქსენოფობია კვლავ ევროკავშირის ფულით ტირაჟირდება საქართველოში“, – აღნიშნავს პაპუაშვილი.