შალვა პაპუაშვილი: დემოკრატიის მტრების ადგილი პოლიტიკაში არ არის

,,დემოკრატიის მტრების ადგილი პოლიტიკაში არ არის. დემოკრატიის მტრებს არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ დემოკრატიული ინსტიტუტებით”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ნიკა მელიას განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა, რომელიც ოპოზიციის გაერთიანების მცდელობაზე საუბრობს.

პაპუაშვილის თქმით, რადიკალებისთვის პასუხი იქნება სამართლებრივი.

„მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის გეგმა ჩაიშალა, ახლა რაღაც ახალი დამხობის გეგმას მოიფიქრებენ. ჩვენი პასუხი ამაზე არის კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანეთ. ანტიკონსტიტუციური პარტიის წარმომადგენელია თავად ნიკა მელიაც. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენს ამ ხედვას გაიზიარებს. დემოკრატიის მტრების ადგილი პოლიტიკაში არ არის. დემოკრატიის მტრებს არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ დემოკრატიული ინსტიტუტებით. სწორედ ეს არის ჩვენი კონსტიტუციური სარჩელის მიზანი. რადიკალებისთვის პასუხი იქნება სამართლებრივი პასუხი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები