“ჩვენ მომდევნო 6 თვეს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში, ისევე როგორც მასთან ასოცირებულ ქვეყნებთან, სწორედ ეკონომიკურ პროექტებზე ვისაუბროთ” – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კიდევ ერთხელ ეხმაურება საკითხს, რომ მომდევნო 6 თვის განმავლობაში საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას უხელმძღვანელებს.

„ჩვენ ამ 6 თვეს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში, ისევე როგორც მასთან ასოცირებულ ქვეყნებთან, სწორედ ეკონომიკურ პროექტებზე, დაკავშირებადობაზე ვისაუბროთ და მომავალ ზაფხულში, ასამბლეა უკვე საქართველოში გვექნება, ჩვენ ვუმასპინძლებთ და შესაძლებლობა გვექნება შევაჯამოთ ჩვენი თავმჯდომარეობის შედეგები“, – აღნიშნავს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები