რატი იონათამიშვილი: შანტაჟის არანაირი მეთოდები არ ჭრის და ვერც გაჭრის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წინაშე
„შანტაჟის არანაირი მეთოდები არ ჭრის და ვერც გაჭრის ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წინაშე,“- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს იმისათვის, რომ მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილებები.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ, ერთ დროს მსოფლიოში ერთ-ერთი ფლაგმანი საბანკო სექტორის, სინამდვილეში როგორ არაკეთილსინდისიერად და ყაჩაღურად იქცეოდა კეთილსინდისიერი კლიენტის მიმართ, მაგრამ რასაკვირველია ამის უკან სინამდვილეში სხვა ძალები იდგნენ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ არაფორმალურად როგორც შანტაჟის მექანიზმებს ისე გამოიყენებდნენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ასეთ თემებს, მაგრამ ვინც ვერ მოხვდა აქამდე, რომ შანტაჟის არანაირი მეთოდები არ ჭრის და ვერც გაჭრის ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წინაშე, კიდევ უფრო უარესი მათთვის. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს იმისათვის, რომ მხოლოდ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებები მიიღოს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, ლონდონის უზენაეს სასამართლოში ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ის სამართლებრივი დავა ბიძინა ივანიშვილის უპირობო გამარჯვებით დასრულდა.