გურამ მაჭარაშვილი: ევროპელები პირდაპირ ამბობენ, რომ უკრაინაში არ უნდა იყოს მშვიდობა – ამისი არგუმენტი ისაა, რომ რუსეთმა არ მოიცალოს ბალტიისპირა ქვეყნებისთვის
„ევროპელები პირდაპირ ამბობენ, რომ უკრაინაში არ უნდა იყოს მშვიდობა – ამისი არგუმენტი ისაა, რომ რუსეთმა არ მოიცალოს ბალტიისპირა ქვეყნებისთვის,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გლობალური ომის პარტია და „დიფ სთეითი“ თავის ზნეს არ იცვლიან.
„გლობალური ომის პარტია და „დიფ სთეითი“ თავის ზნეს არ იცვლიან. სამწუხაროა, რომ უკრაინაში ომია და მათ მშვიდობას ვუსურვებთ. ეს ადამიანები თავიდანვე ამბობდნენ, რომ უკრაინაში ომი უნდა იყოს და როგორც კი დღის წესრიგში დადგება უკრაინაში მშვიდობის დამყარება, „ნაცმოძრაობის“ ფილიალებსა და აგენტურაში ჟრიამულია. ჩვენ ვწუხვართ, რომ უკრაინაში ომია, მაგრამ მოხარული ვართ, რომ საქართველოში მშვიდობაა. ევროპელები პირდაპირ ამბობენ, უკრაინაში რატომ უნდა იყოს მშვიდობა. ამის არგუმენტი ისაა, რომ თურმე, რუსეთმა არ მოიცალოს ბალტიისპირა ქვეყნებისთვის. პირდაპირ ამბობენ, უკრაინაში ომი რომ დამთავრდეს, შემდეგ მათთვის მოიცლის. ეს თქვეს შვედეთისა და ბალტიისპირა ქვეყნების წარმომადგენლებმა. როგორც კი, დღის წესრიგში უკრაინაში ომის დასრულების საკითხი დგება, მეორე დღესვე ევროპის სახელმწიფოებში მეორედ მოსვლა აქვთ, რადგან მათი მიზანია, როგორმე ევროპაში მშვიდობა შეინარჩუნონ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.