აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1998 წელს დაბადებული ა.ჩ. და 1988 წელს დაბადებული ე. ს. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ მათი პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინის“ შემცველი კაფსულები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლით მიმდინარეობს”, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები