“ტერმინი, რომელსაც “სამხრეთ ოსეთი” ჰქვია, ისევ დააბრუნა სააკაშვილმა, სწორედ იმ სრულიად აპოლიტიკური ქმედებისგან, რომელიც მოღალატეობრივი იყო” – მათიკაშვილი
“ტერმინი, რომელსაც “სამხრეთ ოსეთი” ჰქვია და რომელიც 90-იან წლებში ქვეყნის პირველი პრეზიდენტის მიერ იყო პრაქტიკულად გაუქმებული და ამოღებული ხმარებიდან და კონსტიტუციისგანაც იყო შორს, ისევ დააბრუნა სააკაშვილმა”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი აცხადებს.
ის მიმდინარე კვირას დაგეგმილ, “ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციის” გაუქმების საკითხს ეხმაურება.
“ტერმინი, რომელსაც “სამხრეთ ოსეთი” ჰქვია და რომელიც 90-იან წლებში ქვეყნის პირველი პრეზიდენტის მიერ იყო პრაქტიკულად გაუქმებული და ამოღებული ხმარებიდან და კონსტიტუციისგანაც იყო შორს, ისევ დააბრუნა სააკაშვილმა, სწორედ ამ სრულიად აპოლიტიკური ქმედებისგან, რომელიც მოღალატეობრივი იყო და ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციისკენ პრაქტიკულად გადადგმული ნაბიჯის ერთ-ერთი შემადგენელი იყო. სწორედ ამიტომ, უნდა მოხდეს საკანონმდებლო სივრციდან ამოღება მთლიანად ამ ტერმინის”, – აცხადებს მათიკაშვილი.