ირაკლი ქადაგიშვილი: ვხედავთ თუ რამდენად უსამართლო დამოკიდებულება იყო ბიძინა ივანიშვილის კანონიერი, საკუთარი აქტივების მიმართ
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას “კრედიტ სუისსა” და ბიძინა ივანიშვილს შორის სამართლებრივ დავაზე კიდევ ერთხელ აფასებს.
“ვხედავთ, თუ რამდენად უსამართლო დამოკიდებულება იყო ბიძინა ივანიშვილის კანონიერი, საკუთარი აქტივების მიმართ. ალბათ, საბოლოო ჯამში, ეს ბოლო გადაწყვეტილება და ბოლო უარი ლონდონის სასამართლოში, მათ შორის შემხვედრი საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით და უპირობო გამართლება ბიძინა ივანიშვილისა. ვნახოთ, მოერევა თუ არა ეს ყველაფერი გარკვეულწილად ადამიანის წინააღმდეგ იმ დევნას, რომელიც მიმდინარეობდა მთელი ამ წლების განმავლობაში”, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suiss-ს შორის სამართლებრივი დავა ლონდონის უზენაეს სასამართლოში, ივანიშვილის გამარჯვებით დასრულდა.