“მიუხედავად იმისა, რომ ყველა სამართლებრივი დავა ბიძინა ივანიშვილის მიერ მოგებულია, პრაქტიკულად, მაინც არაფორმალური სანქცირების ქვეშაა” – მათიკაშვილი

“მიუხედავად იმისა, რომ ყველა სამართლებრივი დავა მის [ბიძინა ივანიშვილის] მიერ მოგებულია, პრაქტიკულად, მაინც არაფორმალური სანქცირების ქვეშაა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, დავით მათიკაშვილი აცხადებს.

ის ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვითაც დავა, რომელიც “კრედიტ სუისსა” და ბიძინა ივანიშვილს შორის მრავალი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, საბოლოოდ, “ქართული ოცნების” დამფუძნებლის გამარჯვებით დასრულდა.

“ვხედავთ მოცემულობას, რომელიც გაჟღენთილია საქართველოსადმი მტრული დამოკიდებულებით და ვუყურებთ სრულიად გაუგებარ და ანტისამართლებრივ ქმედებას ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ”, – აცხადებს მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები