ირაკლი ქადაგიშვილი – „იმედის კვირის“ ექსკლუზივზე: საქართველოში გამჭვირვალობა არის ჩვენი ხელისუფლების, მთავრობის საქმიანობის განმსაზღვრელი ნაწილი, მაგრამ უცხოეთი თვლის, რომ მათი დაფინანსება საქართველოში უნდა იყოს ფარული
“ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში გამჭვირვალობა არის ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი მთავრობის საქმიანობის განმსაზღვრელი ნაწილი, მაგრამ უცხოეთი თვლის, რომ მათი დაფინანსება საქართველოში უნდა იყოს ფარული,” – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „იმედის კვირის“ ექსკლუზივზე საუბრისას განაცხადა.
„მათ არ სურთ გამჭვირვალობა და სურთ, რომ პროპაგანდა დააფინანსონ საქართველოში სწორედ ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო იდეოლოგიის დასამკვიდრებლად და ეროვნული პროექტების ჩაშლის მიზნით“, – აცხადებს ქადაგიშვილი.
„იმედის კვირის“ ინფორმაციით, მათ მოიპოვეს დოკუმენტები, გაშიფრული მასშტაბური სქემისა, თუ როგორ მოქმედებენ ონლაინ მედიები ხელოვნური პროტესტის შენარჩუნებისთვის და ამ მიზნის მისაღწევად როგორ ცდილობენ საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებას, საკუთარი ვებ-გვერდების, სოციალური ქსელების თუ სხვა მედიასაშუალებების გამოყენებით.