დავით ქართველიშვილი: რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ევროპის მხრიდან ახალი, 28-პუნქტიანი გეგმის შემუშავებაში მხოლოდ განაწყენებული ევროპელების მხრიდან შეტანილი ფასადური ცვლილებები დავინახე
„[რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ევროპის მხრიდან ახალი, 28-პუნქტიანი გეგმის შემუშავებაში მხოლოდ] ფასადური ცვლილებები დავინახე იმ განაწყენებული ევროპელების მხრიდან, რომელთა აზრი დონალდ ტრამპს და მის ადმინისტრაციას, მგონი, საერთოდ არ აღელვებს“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ტრამპი მკაფიოდ უცხადებს ზელენსკის (რომლის ხელში არანაირი კარტია), რომ დათანხმდეს იმას, რასაც ის სთავაზობს.
„ზელენსკი ჯერ კიდევ ვერ გამოსულა იმ ტყვეობიდან, რომელშიც დასავლეთ ევროპელი ლიდერებისა და ზოგადად, ევრობიუროკრატების მხრიდან იმყოფება.
მე მესმის პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება, [აშშ-ს 28-პუნქტიან, „სამშვიდობო გეგმასთან“ დაკავშირებით], რომელიც იმ ადამიანის საჭადრაკო სვლას ჰგავდა, ყველაფერი რომ გააკეთა. მთელი ამ ცხრა თვის განმავლობაში, რაც ტრამპი პრეზიდენტია, მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ამ ომის დასრულება იყო. მან ამ ომის წამომწყები მხარეებიც კი დაასახელა – ჯო ბაიდენი და ზელენსკი და რომ არა 2020-ის წლის გაყალბებული არჩევნები აშშ-ში, რაზეც ტრამპი დღემდე აპელირებს, ეს ომი საერთოდ არ დაიწყებოდა.
დღეს ტრამპი მკაფიოდ უცხადებს ზელენსკის (რომლის ხელში არანაირი კარტია), რომ დათანხმდეს იმას, რასაც ის სთავაზობს“, – აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.