,,პრემიერ-მინისტრის ვატიკანში ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რომ, როგორც ყველამ ვიცით, კათოლიკურ სამყაროს ჰყავს ახალი ხელმძღვანელი – ახლად არჩეული პაპი”,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველოსა და ვატიკანს აქვთ ძალიან კარგი ისტორია ორმხრივი ურთიერთობების მხრივ.
„კათოლიკურ სამყაროს როდესაც ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, მნიშვნელოვანია, ჩვენი თანამშრომლობა პოზიტიურად გაგრძელდეს და ვატიკანთან ურთიერთობებმა კარგი შედეგები მოიტანოს. პრემიერ-მინისტრისთვის ეს იყო კარგი შესაძლებლობა, პაპისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, რეგიონულ ვითარებაზე, იმაზე, როგორ ვხედავთ ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენებს. ვატიკანის როლის გათვალისწინებით, ზოგადად გლობალურად და მათი პოზიციების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა შედგა და მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა, ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ მოსაზრებები“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.