მაკა ბოჭორიშვილი: ვხედავთ იმ პროცესებს, რაც მიდის დონალდ ტრამპის ჩართულობით
,,ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ და ვცდილობთ, რომ სიმართლე ვთქვათ ვხედავთ, თუ რამხელა თავდასხმის ობიექტები ვხდებით გლობალურად. ვხედავთ იმ პროცესებს, რაც მიდის დონალდ ტრამპის ჩართულობით”,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ტრამპის ადმინისტრაციაში მაქსიმალურად ცდილობენ, რომ იმ რეალობის გათვალისწინებით მოხდეს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რასაც ჰყავს მოწინააღმდეგეები.
„როდესაც შექმნი ილუზიებს, როდესაც იწყებ არარეალურ სამყაროში მოქმედების განხორციელებას, რისი ნაწილიც ჩვენც გაგვხადეს იმ არარეალური სურათების შექმნით საქართველოს გარშემო, ძალიან რთულია რეალური სურათი დაინახო და გაუსწორო თვალი“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.