იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ” კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ” კანონში ცვლილებას.
პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის (მათ შორის, გასამმაგებული და გასამმაგებულის გასამმაგებული ჯარიმის) ან/და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან გათავისუფლება ის პირი, რომელმაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1354 მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩაიდინა. კერძოდ, აღნიშნულმა პირმა საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) საქმიანობა ან სანებართვო პირობების დარღვევით ან შესაბამისი ნებართვის გარეშე განახორციელა. როგორც მომხსენებელმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა, დედაქალაქში ე.წ. ტაქსების რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა გამოვლენილია გარკვეული საკითხები, რომელიც ჰუმანურ მიდგომებს საჭიროებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები