დავით ქართველიშვილი: “დიფ სთეითი” მეხუთე წელია, უიმედო მოლოდინშია – როდის “გატყდება” ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ფულის გამო ისევე, როგორც “სხვისი” ფულადი ნაკადების გაჩერებამ გატეხა ქართული “ოპოზიცია
ანალიტიკოსი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ლონდონის უზენაეს სასამართლოში ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ის სამართლებრივი დავის დასრულებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის უპირობო გამარჯვებით დასრულდა.
ქართველიშვილის განცხადებით, „ივანიშვილისა და Credit Suisse-ის ისტორია სამართლის ფარგლებს გასცდა და აბსურდულ სატირად იქცა“, „დიფ სთეითი“ კი უიმედო მოლოდინშია უკვე მეხუთე წელია, თუ როდის „გატყდება“ ბიძინა ივანიშვილი.
„ ეს ისტორია უკვე ერთი ერთში იმეორებს ქართულ კინოკლასიკას და მისი მოსამართლეების ცნობილ ვერდიქტს: “გეკუთვნის…მაგრამ, არ გეკუთვნის”.
არსებობს საერთაშორისო იურისპრუდენციის იშვიათი ჟანრი, რომელსაც არც ჰარვარდში ასწავლიან და არც ლოზანაში. მას ეწოდება – „მოგება, რომელიც წაგებად მთავრდება“. სწორედ ამ ჟანრში ვითარდება ბიძინა ივანიშვილის მრავალწლიანი ეპოპეა Credit Suisse-თან – რომლის ერთადერთი მიზანი ისევ და ისევ საკუთარ ფულზე წვდომაა.
„ორი სასამართლო მოიგო – მაგრამ ბანკთან მაინც წაგებული დარჩა“ – ხარობენ ამ აბსურდზე Ჩვენი და უცხოელი “აკაცუკები”. ივანიშვილისა და Credit Suisse-ის ისტორია სამართლის ფარგლებს გასცდა და აბსურდულ სატირად იქცა. ბერმუდების სასამართლო – მოგებულია. ლონდონის სასამართლო – მოგებულია. საერთაშორისო ინსტანციები მკაფიოდ ეუბნებიან ბანკს: „ადამიანს საკუთარი ფული დაუბრუნეთ, ფარᲩაკებო!“
თუმცა ბანკი, კვლავ ერთსა და იმავეს იმეორებს: „სურვილი კი გვაქვს, მაგრამ…სანქციებს რა უყო?!”. თუმცა – რომელ სანქციებზეა საუბარი? ვისი მხრიდან და ვის მიმართ? სად არის ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი? პასუხად – სიჩუმეა. ეს „მითიური ამერიკული სანქციები“ მხოლოდ შვეიცარიული ფანტაზიის პროდუქტად ჩანს, თუმცა უნივერსალურ არგუმენტად გამოიყენება.
შვეიცარიული ბანკები, ოდესღაც საიმედოობის სიმბოლო, ახლა ახალ ფოლკლორს ქმნიან: „კლიენტი მოგებულია, სასამართლო მის მხარესაა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც Ჩვენ ვიღებთ.“ მაგრამ, თქვენ მაინც იღებდეთ – ჯანდაბას. “დიფ სთეითის” ჯიბის მარიონეტებად აქციეთ შვეიცარიული აწ უკვე, გაფუჭებული საათივით მომუშავე სისტემა.
პოლიტიკური სურათიც ნათელია:
პატარა საქართველო იქცა სივრცედ, სადაც დიდი ტრანსნაციონალური სტრუქტურები საცდელად ამოწმებენ, რამდენად შეიძლება საერთაშორისო გადაწყვეტილებების უგულებელყოფა.
“დიფ სთეითი” მეხუთე წელია, უიმედო მოლოდინშია – როდის “გატყდება” ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ფულის გამო ისევე, როგორც “სხვისი” ფულადი ნაკადების გაჩერებამ გატეხა ქართული “ოპოზიცია”. ამის განუხორციელებლობის თაობაზე მათ ტვინში აზრის ნაპერწკალმაც რომ შეაღწიოს – ტვინის არსებობა, აუცილებელი პირობაა“, – წერს ქართველიშვილი.