“უკრაინას მთელი ცივილიზებული სამყარო ეუბნებოდა, თქვენს გვერდით ვართო – ახლა უკრაინის ტერიტორიებს ისე იყოფენ, თავად ზელენსკი არც არის ჩახედული” – ზარქუა
“უკრაინას მთელი ცივილიზებული სამყარო ეუბნებოდა, თქვენს გვერდით ვართ, გვერდში დაგიდგებით იარაღით და ფულითო, ახლა უკრაინის ტერიტორიებს ისე იყოფენ, თავად ზელენსკი არც არის ჩახედული”, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, ზელენსკიმ ისეთი შეცდომები დაუშვა და ისეთი ტრაგედიები მოახდინა, “გამორიცხულია, ამას არ გაატარებენ”.
“რაც შეეხება ე.წ. სამშვიდობო გეგმას, არ ვიცი, რამდენად სამშვიდობო გეგმაა, რაც შემოთავაზებულია. ეს უკრაინის დაყოფის და კიდევ უფრო გაუბედურების გეგმაა. იქ წერია, რომ ტერიტორიები უნდა დათმოს, ყირიმი აღიაროს, სახელმწიფო ენად რუსული გამოაცხადოს, ჯარი შეკვეცოს, ნატო-ზე უარი თქვას. ომი რისთვის დაიწყო? – ამის მეათედიც არ იყო თავიდან მოთხოვნილი. აი, რა ტრაგედიებს გადარჩა ჩვენი სამშობლო. რა გამოდის ახლა? – რუსეთი გამოდის გამარჯვებული. ამას მშვიდობის გეგმას ვერ დავარქმევ, ეს არის კაპიტულაცია, უკრაინის ტერიტორიების დანაწილება. უკრაინელი ხალხი თავის სიტყვას იტყვის.გული მტკივა, იქ უამრავი ადამიანი ჩაიხოცა ზელენსკის გაუმართლებელი, გაუგებარი პოლიტიკის შედეგად“, – განაცხადა ზარქუამ.