გიორგი არველაძე იულია ტიმოშენკოს გუნდის წევრი გახდა

  საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი არველაძე უკრაინის პარტია “ბატკივშჩინას” ლიდერმა იულია ტიმოშენკომ საკუთარი გუნდის წევრად წარადგინა.
როგორც ტიმუშენკომ გადაცემა “შუსტერ ლაივის” ეთერში განაცხადა, გიორგი არველაძე იმ გუნდის წევრია, რომელმაც საქართველოში რეფორმები გაატარა.
“ისინი ძალიან ახალგაზრდები არიან, ეს მხოლოდ პლიუსია, რადგან ასეთმა ახალგაზრდა გუნდმა საქართველოში ნამდვილი რეფორმები განახორციელა და საქართველო დღეს სულ სხვანაირად ცხოვრობს”, – განაცხადა ტიმოშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები