დავით მათიკაშვილი: სრულიად ცრუ ნარატივია, თითქოს ჩვენს ძვირფას ემიგრაციას რაიმე ფორმით არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ვართმევთ
,,სრულიად ცრუ ნარატივია, თითქოს ჩვენს ძვირფას ემიგრაციას რაიმე ფორმით არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ვართმევთ.ეს მტკნარი სიცრუეა. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ახალი რედაქციის “საარჩევნო კოდექსის“ პროექტის იმ ნაწილთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის გათვალისწინებითაც, საზღვარგარეთ ემიგრანტებისათვის საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება და ხმის მისაცემად საქართველოში ჩამოსვლა მოუწევთ.
მათიკაშვილის თქმით, ერთადერთი გარემო, სადაც შესაძლებელია პოლიტიკური მდგენელის სწორად გააზრება, საკუთარი სამშობლოა.
“ემიგრანტების მიერ ხმის მიცემა უნდა იყოს გამორჩეულად გააზრებული და დაცლილი ყოველგვარი პირდაპირი თუ ირიბი ზეწოლებისგან. მოგეხსენებათ, სხვა სივრცეში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ადამიანი ნებსით თუ უნებლიედ იქ არსებული მმართველობითი კონიუნქტურისგან იღებს გავლენას. თამადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გავლენა ყოველთვის არის. მეორეა, პირდაპირი ჩარევის მცდელობა, რასაც წინა საპარლამენტო არჩევნებზე ჰქონდა ადგილი, მიხაელ როთის შემთხვევაში.
არჩევანი გაკეთებული უნდა იყოს სრულიად თავისუფლად – ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, იმ მდგენელის გათვალისწინებით, რაც არის საქართველოში და რაც მხოლოდ აქ ჩამოსვლის – თუნდაც ერთი ან ორი დღით ჩამოსვლით შეიგრძნობა. ეს ყველაფერი უცხოეთში ვერ იგრძნობა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.