“უკრაინის პრეზიდენტსაც კი მოუწია იმის თქმა, რომ ორი არჩევანიაო – ან დავკარგოთ სტრატეგიული მოკავშირე, ან ღირსება; ჩვენ ამას ვწინასწარმეტყველებდით” – შარმანაშვილი

“უკრაინის პრეზიდენტსაც კი მოუწია იმის თქმა, რომ ორი არჩევანიაო – ან დავკარგოთ სტრატეგიული მოკავშირე, ან ღირსება. ჩვენ ამას ვწინასწარმეტყველებდით. ვიცოდით, რომ საქმე აქამდე მივიდოდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა აშშ-ის „სამშვიდობო გეგმასთან“ დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც მან განმარტა, პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია და ალბათ არც ღირს, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, უკრაინა რა სავალალო ვითარებაში ჩავარდა.

“უკრაინის პრეზიდენტსაც კი მოუწია იმის თქმა, რომ ორი არჩევანი გვაქვს – ან დავკარგოთ სტრატეგიული მოკავშირე, ან ღირსება. ჩვენ ამას ვწინასწარნეტყველებდით. ვიცოდით, რომ საქმე აქამდე მივიდოდა. თითქოსდა ეს ეფემერული მხარდაჭერა, რომლებიც ევროპის ქვეყნებიდან უკრაინისადმი მოდიოდა, დიდი შედეგის მომტანი ცერ იქნებოდა. არც გააზრებული იყო, მათ მხოლოდ ერთადერთი რამ ადარდებდათ, რომ მათ ტერიტორიაზე რაიმე სამხედრო კონფლიქტი არ მომხდარიყო და უკრაინაში თუნდაც ქვა ქვაზე არ დარჩენილიყო. ეს ამ საკითხის სწორი მიმართულება, სწორი ხედვა არ იყო და ამ სავალალი მდგომარეობამდე მივიდნენ.

ვინიდან ვიცოდით, რომ თეორიულად და პრაქტიკულადაც ასე იქნებოდა, ჩვენი ამოცანა იყო, საქართველო ამ მდგომარეობაში არ აღმოჩენილიყო და ამისკენ ყველა ნაბიჯი გადავდგით. გვეუბნებოდნენ, რომ ეს გამოგონილი და პროპაგანდისთვის მოტანილი თემებია, არავითარი საფრთხე საქართველოსთვის არ არსებობს. მაშინ ჩვენ რომ ის ნაბიჯები გადაგვედგა, რასაც ოპონენტები გვთავაზოვდნენ, ასეთ სავალალო და უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. ტერიტორიულად გაცილებით პატარა ქვეყანაა საქართველო და მისთვის ზიანის მიყენება გაცილებით ადვილია. ადამიანთა რესურსი, რაც ჩვენთან ცხოვრობს შეუდარებლად მცირეა, ვიდრე უკრაინის. წარმოგიდგენიათ, ჩვენ რა არჩევანის წინაშე დავდგებოდით, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ასეთ სავალალო არჩევანზე ლაპარაკობს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები