“დღეს, როდესაც საქართველო გადმოიბარებს PABSEC-ის თავმჯდომარეობას, ჩვენი მთავარი ხაზი, პრიორიტეტი კვლავაც მშვიდობიანი, ეკონომიკური განვითარება იქნება” – ალუდა ღუდუშაური

“დღეს, როდესაც საქართველო გადმოიბარებს PABSEC-ის თავმჯდომარეობას, ჩვენი მთავარი ხაზი, პრიორიტეტი კვლავაც მშვიდობიანი, ეკონომიკური განვითარება იქნება”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა ისაუბრა.

როგორც მან განმარტა, მეტად მნიშვნელოვანია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით იმ ქვეყნების მჭიდრო კავშირი, რომელთათვისაც უპირველესი პრიორიტეტი ეკონომიკური თანამშრომლობა გახლავთ.

“ეკონომიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ამას მშვიდობა და სტაბილური განვითარება სჭირდება. დღეს, როდესაც საქართველო გადმოიბარებს 6 თვით PABSEC-ის, ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობას, ჩვენი მთავარი ხაზი, პრიორიტეტი კვლავაც მშვიდობიანი, ეკონომიკური განვითარება იქნება“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეობას გადმოიბარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები