მურმან დუმბაძე პარლამენტს მაია ფანჯიკიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას სთხოვს

  საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე საკანონმდებლო ორგანოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას სთხოვს.
“მაია ფანჯიკიძის განმარტება, რომ შესაძლებელია რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ვიზიტის გამო უშიშროების საბჭოს სხდომას ვერ დაესწროს, ანტისახელმწიფოებრივი განცხადება და დესტრუქციული მოქმედება’’ განაცხადა მურმან დუმბაძემ.
მურმან დუმბაძის თქმით, მსგავსი განცხადებების გამო, “თავმოყვარე პარლამენტმა” არა მხოლოდ მაია ფანჯიკიძის უფლებამოსილების საკითხი უნდა დასვას პრემიერ-მინისტრის წინაშე, არამედ მთავრობის სხვა წევრებისაც.
“საქართველოს მთავრობის ის წევრები, რომლებიც ამავე დროს უშიშროების საბჭოს წევრები არიან, ვალდებულნი არიან უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრონ და გამომდინარე იქედან, რომ საკითხი ძალიან სენსიტიური და მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს ეხება, ამიტომ საქართველოს პარლამენტმა პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს საქართველოს მთავრობას ასეთი უგუნური და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გამო”, – განაცხადა ვიცე სპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები