ფრანგული ქუჩის ცირკი აბანოთუბანში

  ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “საჩუქარი” 25 და 26 ოქტომბერს “ჰერბერტის სიზმარს” წარმოგიდგენთ.
„კომპანი დე ქუიდა“ თბილისობის დღესასწაულისთვის ოცამდე მსახიობთან და ტექნიკურ შემსრულებელთან ერთად ჩამოვა. დიდი თეთრი ფიგურები მასკარადს მოაწყობენ. ისინი ვეებერთელა ღრუბლებად იშლებიან და მთვარის საძებნელად მთელ ქალაქს ეძახიან.
წარმოდგენა აბანოთუბანში დაიწყება და საზეიმო მსვლელობა მეტეხის ხიდის გავლით ევროპის მოედანზე დასრულდება. ღონისძიება საღამოს დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები