“საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაში სწორედ ბრიუსელი არის, ვინც ირჩევს კონფრონტაციის და არა დიალოგის გზას, რაც არის არაევროპული მიდგომა” – პაპუაშვილი

“საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაში სწორედ ბრიუსელი არის, ვინც ირჩევს კონფრონტაციის და არა დიალოგის გზას, რაც არის არაევროპული მიდგომა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს ჰკითხეს – ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე საქართველო მიწვეული არ არის – რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის?

„ეს დასტურია ამ ყველაფრისა, ისევე, როგორც დასტური იყო ელჩის წერილი იმისა, რომ თავად ბრიუსელმა 2024 წლის ივნისში შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი და შემდეგ ჩვენ გვაბრალებდნენ, თითქოს 28 ნოემბრის განცხადება იყო შეჩერება ინტეგრაციის პროცესისა; როგორ შეიძლება შეაჩერო ის, რაც უკვე შეჩერებული იყო ხუთი თვით ადრე? მიზეზი არის მარტივი: ქართველმა ხალხმა გაბედა და მოსთხოვა ბრიუსელს საკუთარი ფინანსების გასაჯაროება და ამას ვერ პატიობენ ქართველ ხალხს და ეუბნებიან, რომ ქართველ ხალხს არავინ ეკითხება, ბრიუსელი აქ რა თანხას დახარჯავს და რაში დახარჯავს.

სხვის ცუდ ქცევაზე ჩვენ პასუხს ვერ ვაგებთ – ბრიუსელის კონფრონტაციულ პოლიტიკაზე ჩვენ როგორც არაწევრი ქვეყანა პასუხს ვერ ვაგებთ. ვინც წევრია, ზოგი ცდილობს, რომ ამაზე როგორმე გავლენა იქონიოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები