,,როდესაც ნორმები დარღვევების პრევენციას ვერ ახდენენ, ვცდილობთ, შესაბამისი ანალიზის საფუძველზე ისე მოვარგოთ ნორმა არსებულ გამოწვევებს, რომ შეასრულოს პრევენციული როლი”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, სანქცია იყოს იმდენად ადეკვატური, რომ ადამიანს არ უღირდეს სამართალდარღვევის ჩადენა.
„საქართველოს პარლამენტის ამოცანაა, დააკვირდეს როგორ მოქმედებს ესა თუ ის კანონი და შესაბამისად მოარგოს იმ გამოწვევებს, რომელიც ჩნდება ხოლმე კანონის იმპლემენტაციის დროს. ამ მხრივ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რაც შეეხება საგზაო მოძრაობის ნაწილს, მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. როდესაც ნორმები ვერ ახდენენ პრევენციას დარღვევებისა, ვცდილობთ, შესაბამისი ანალიზის საფუძველზე ისე მოვარგოთ ნორმა არსებულ გამოწვევებს, რომ შეასრულოს პრევენციული როლი. სამართალდარღვევა არ უნდა ჩაიდინოს ადამიანმა და იმისთვის, რომ არ ჩაიდინოს, მნიშვნელოვანია, რომ პრევენცია, ანუ სანქცია სამართალდარღვევაზე იყოს იმდენად ადეკვატური, რომ ადამიანს არ უღირდეს ამ სამართალდარღვევის ჩადენა“, – აცხადებს პაპუაშვილი.