შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ოლივიე კურტოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

შსს-ს ინფორმაციით, მინისტრმა საფრანგეთის ელჩს საქართველოში დიპლომატიური საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოპერატიულ თანამშრომლობასა და მის მნიშვნელობაზე, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში.

მხარეებმა, ასევე, განიხილეს პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები და იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები