შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, მუქარისა და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, მუქარისა და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული ნ.ი. დააკავეს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

,,დანაშაულები 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში ფსიქოლოგიურად იძალადა 2000 წელს დაბადებულ მ.კ.-ზე, რის გამოც მის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი.

ნ.ი.-მ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ.კ.-ს, რის გამოც პოლიციამ ნ.ი. ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 381-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები