25 ოქტომბერი

10:00
თბილისი ზღვაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, თბილისი მარათონში სიმბოლურ სტარტს აიღებს.
10:30
NEW
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციის” აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სკანდალური დოკუმენტები, რომელიც „ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელის ლაშა ტუღუშის და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებულ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდთან“ კავშირს ადასტურებს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
11:00
NEW
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, ირაკლი ბათიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
13:00
მუშტაიდის ბაღში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, „თბილისობა 2014“-ისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენას დაესწრება.
18:00
არტ გალერეა “ფენიქსში” მხატვარ სულხან კერესელიძის გამოფენა გაიმართება, რომელიც მხატვრის 54 წლის იუბილეს მიეძღვნება. გამოფენას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი დაეწრება. მისამართი: უზნაძის ქ.2

27 ოქტომბერი
11:00
ეროვნულ ბიბლიოთეკაში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის ცენტრის ორგანიზებით, მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლის სტამბოლის აია სოფიას ტაძრის რეაბილიტაციის პროექტისადმი მიძღვნილი სემინარი და გამოფენა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები