პროკურორის მოადგილეებმა დიპკორპუსის წარმომადგენლებს გელაშვილის საქმის მასალები გააცნეს

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეებმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ვალერი გელაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე საგამოძიებო პროცესი გააცნეს.
პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი შოთაძე და გიორგი გოგაძე, პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის წევრებთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით უცხოელი სპეციალისტების მიერ მომზადებული დასკვნა. ელჩებმა პროკურატურის წარმომადგენლებისგან მიიღეს ინფორმაცია საგამოძიებო მასალების, მოწმეთა ჩვენებების, ექსპერტიზის დასკვნებისა და სხვა მტკიცებულებების შესახებ.
შეხვედრა საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაიმართა. შეგახსენებთ, რომ გუშინ მთავარმა პროკურატურამ ვალერი გელაშვილის მიმართ განხორციელებულ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის დასკვნა გამოაქვეყნა.
დასკვნის მიხედვით, ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი რეკომენდაციას აძლევს საქართველოს მთავარ პროკურატურას, განაგრძოს ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილისა და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 2005 წელს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები