პესკოვის თქმით, რუსეთმა სანქციებთან ადაპტაცია უკვე ისწავლა

რუსეთი ეწინააღმდეგება ცალმხრივ შეზღუდვებს, მაგრამ უკვე ისწავლა მათთან ადაპტაცია,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მან ეს კომენტარი ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტზე გააკეთა, რომლის შემოღებაც პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში (2025 წლის ივნისის ბოლომდე) სურდა.

„ჩვენ სანქციების წინააღმდეგი ვართ. თუმცა, ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე მოვიპოვეთ გარკვეული იმუნიტეტი და შევეგუეთ სანქციების ქვეშ ცხოვრებას“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

როგორც მედია აღნიშნავს, რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანა გაუმკლავდება სანქციების ზეწოლას, რომელიც დასავლეთმა მასზე რამდენიმე წლის წინ დაიწყო და რომელიც კვლავ იზრდება.

მოსკოვმა აღნიშნა, რომ დასავლეთს არ ჰყოფნის გამბედაობა, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების წარუმატებლობა აღიაროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები