ბოლნისის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების რეაბილიტაციისა და ახალი ხიდების მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების რეაბილიტაციისა და ახალი ხიდების მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

,,მუნიციპალიტეტის მასშტაბით შენდება 5 ახალი ხიდი, ხოლო რეაბილიტაცია უტარდება 4 ხიდს.
ამ ეტაპზე ახალი ხიდების მშენებლობის პროცესში ხიმინჯების მოწყობა დასრულებულია და კოჭების მოსაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხება ხიდების რეაბილიტაციას, აქტიურად მიმდინარეობს მონოლითური სარეგულაციო კედლების ჩამოსხმა და მდინარის კალაპოტის ფორმირება.
ახალი ხიდების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, სოსო ალიბეგაშვილმა, სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ზამურ ჭითანავამ და მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, კონსტანტინე კორძაძემ, დაათვალიერეს.
ინფრასტრუქტურული პროექტები მრავალწლიანია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, რომელთა ღირებულება ჯამში 5 855 099 ლარს შეადგენს”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები