საქართველოს რეკორდი მწვერვალზე ქალთა ასვლებს შორის – პირველად, 30 ქართველი მთამსვლელი ქალი ერთად ავიდა მყინვარწვერზე 

საქართველოს რეკორდი მწვერვალზე ქალთა ასვლებს შორის – პირველად, 30 ქართველი მთამსვლელი ქალი ერთად ავიდა მყინვარწვერზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია ავრცელებს.

,,2025 წლის 27-31 აგვისტოს მყინვარწვერზე, სოფიო ჭელიძის ხელმძღვანელობით, ქალთა ექსპედიცია განხორციელდა.

ექსპედიციაში მონაწილეობას 35 ქალი მთამსვლელი იღებდა და ბეთლემის ქოხის საბანაკემდე 35-ვე მონაწილე წარმატებით ავიდა. რთული აკლიმატიზაციის გამო მხოლოდ სამმა მონაწილემ ვერ შეძლო მწვერვალზე გასვლა, ხოლო მწვერვალზე გასული 32 მონაწილიდან 5 მონაწილეს მოუწია მობრუნება (ზღვის დონიდან 4300მ).

საბოლოოდ, 27 მონაწილე და 8 ინსტრუქტორი მშვიდობით ავიდა მწვერვალზე და დაბრუნდა ბეთლემის საბანაკეზე.

ექსპედიციამ საკმაოდ პროდუქტიულად და გართულების გარეშე ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ მონაწილეებიდან მხოლოდ ერთი იყო მყინვარწვერზე ნამყოფი, რაც განსაკუთრებულს ხდის ამ ასვლას.

ექსპედიცია განხორციელდა მთამსვლელთა ფედერაციისა და „ქალთა ალპური სკოლის“ თანამშრომლობით, სკოლა შექმნილია მიზანდასახული ქალბატონების ოცნებების ასასრულებლად და ეს ექსპედიციაც სწორედ ამ მიზანს ემსახურექსპედიციისl

ექსპედიციის ინსტრუქტორები ოყვნენ – მედეა კენკებაშვილი, ტატა მერაბიშვილი, ნონა კალანდაძე, ალექსანდრე თელია, საბა ამანათაშვილი, ლაშა გაბრიჩიძე, გიორგი მირზაშვილი, თეიმურაზ სამსონაძე და სოლომონ შაქარაშვილი”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები