გიორგი მარგველაშვილი იაპონიის იმპერატორს დახურულ კარს მიღმა შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი იაპონიის იმპერატორ აკიჰიტოს შეხვდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, იმპერატორი და მისი მეუღლე ქვეყნის პირველ პირსა და პირველ ლედის პირადად დახვდნენ და მათ საკუთარ სასახლეში უმასპინძლეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილთან და მაკა ჩიჩუასთან შეხვედრამ დახურულ კარს მიღმა, იაპონური ტრადიციებისა და ეტიკეტის სრული დაცვით ჩაიარა.
იმპერატორი აკიჰიტო იაპონიის 125-ე იმპერატორია. იგი ერთადერთი მონარქი მმართველია, რომელსაც იმპერატორის ტიტული აქვს და ერისა და ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოა.