მედია: რუსეთ-უკრაინის საზღვართან ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები განლაგდნენ

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის საზღვრის მახლობლად, დაახლოებით, 10 000 ჩრდილოეთ კორეელი სამხედროა განლაგებული.

წყაროების ცნობით, სამხედროები, სავარაუდოდ, კურსკის ოლქის ტერიტორიაზე იმყოფებიან, რომელიც ბოლო თვეებში აქტიურ საბრძოლო ზონად იქცა.

უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლების განცხადებით, ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები რუსეთს ფრონტის ხაზზე ადამიანური რესურსის დეფიციტის შესავსებად დაეხმარებიან. კიევში ამ ფაქტს რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობის მორიგ ეტაპად აფასებენ.

სამხრეთ კორეის დაზვერვა ჯარისკაცთა რაოდენობას „საგანგაშო მონაცემებს“ უწოდებს. მათივე ცნობით, ჯარისკაცების სანაცვლოდ, ჩრდილოეთ კორეა რუსეთისგან ფინანსურ დახმარებას, საკვებს, ენერგიას და მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიებზე წვდომას იღებს, რაც კიმ ჩენ ინს საშუალებას აძლევს, არა მხოლოდ მხარი დაუჭიროს საკუთარ ეკონომიკას, არამედ განავითაროს თავისი ბირთვული და სარაკეტო პროგრამები და მკაცრი საერთაშორისო სანქციები უგულებელყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები