4772 ძაღლი/კატა ბუნებრივ არეალში დაბრუნდა

მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტში აყვანილი და თავშესაფრებში გადაყვანილი 5111 ცხოველიდან (აჭარაში – 923 ძაღლი და 24 კატა; იმერეთში – 1844 ძაღლი და 10 კატა; კახეთში – 2246 ძაღლი; ბორჯომის მუნიციპალიტეტში – 64 ძაღლი) ეკიპაჟის წევრებმა ბუნებრივ არეალში დააბრუნეს 4772, ხოლო 339 – ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაბრუნდება.

სეს-ს ინფორმაციით, ცხოველებს ჩაუტარდა შემდეგი მანიპულაციები: ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია; 5083 ძაღლს/კატას გაუკეთდა იდენტიფიკაცია, დაედო საყურე ნიშანი (28 ძაღლს ჰქონდა სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ დადებული საყურე ნიშანი);

4772 ძაღლს/კატას გაუკეთდა სტერილიზაცია/კასტრაცია.

მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა ითვალისწინებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას, ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას. ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას . პროგრამა დღეისათვის მოიცავს აჭარას, იმერეთის, კახეთის რეგიონებსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება.

პროგრამის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მონაცემებს მუდმივ რეჟიმში განაახლებს და მიაწვდის საზოგადოებას.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები