ავსტრალიაში 17 წლის კრიკეტისტი ვარჯიშის დროს ტრაგიკულად დაიღუპა
ავსტრალიის ქალაქ ადელაიდში 17 წლის კრიკეტისტი ვარჯიშის დროს ტრაგიკული ინციდენტის შედეგად დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა სპორტული კლუბის სავარჯიშო მოედანზე მოხდა, როდესაც მოზარდს კისრის არეში ბურთი მოხვდა და მძიმე დაზიანება მიიღო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კრიკეტის ასოციაციამ შემთხვევასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და განაცხადა, რომ დაწყებულია უსაფრთხოების პროტოკოლების გადახედვა.
კლუბის წარმომადგენელთა თქმით, ახალგაზრდა სპორტსმენი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლებოდა.
პოლიცია მომხდარს უბედური შემთხვევის მოტივით იძიებს.