BBC: პოკროვსკი და მირნოგრადი ჩამოშლის ზღვარზეა: რამდენად კრიტიკულია იქ არსებული სიტუაცია უკრაინისთვის?

რუსული შეტევის მთავარი სამიზნე – დიდი სამრეწველო ქალაქი პოკროვსკი მისი სატელიტი ქალაქი მირნოგრადი, სავარაუდოდ, ალყაშია მოქცეული. ყოველ შემთხვევაში, რუსეთის მხარე ასე ამტკიცებს, რასაც უკრაინული მხარე უარყოფს, თუმცა აღნიშნავს, რომ ფრონტის ამ მონაკვეთზე “ძალიან მძიმე მდგომარეობაა” – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ ავდეევკას დაცემის შემდეგ, 2024 წლის თებერვალში, რუსეთის ჯარებმა ფართომასშტაბიანი შეტევა ჩრდილო-დასავლეთისკენ, პოკროვსკისკენ მიმართეს.

ექვსი თვის განმავლობაში მათ თითქმის 40 კილომეტრი გაიარეს ქალაქის გარეუბნებამდე და 2024 წლის შემოდგომაზე პოკროვსკ-მირნოგრადის აგლომერაციის გარეუბნებს მიუახლოვდნენ. ზოგიერთმა სამხედრო ანალიტიკოსმა ამ დასახლებების ოკუპაცია რამდენიმე თვეში იწინასწარმეტყველა. თუმცა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს შეტევის გაძლიერება და მტრის უკან დახევა პოკროვსკის გარეუბნებიდან 2025 წლის დასაწყისშიც კი.

გამოცემის ცნობით, 26 ოქტომბერს, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა, ვლადიმერ პუტინისთვის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ პოკროვსკის მახლობლად უკრაინის შეიარაღებული ძალების 31 ბატალიონი ალყაში იყო მოქცეული. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დააკონკრეტა, რომ ეს რიცხვი დაახლოებით 5500 სამხედრო მოსამსახურეს შეადგენდა. პუტინმა 29 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი განცხადება პოკროვსკის „ალყაში მოქცევის“ შესახებ და გამოთქვა იდეა რამდენიმე საათით ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებისა და უცხოელი ჟურნალისტების ჯგუფებისთვის პოკროვსკში შესვლის ნებართვის მიცემის შესახებ, რათა თავად შეეფასებინათ სიტუაცია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პოკროვსკის და მირნოგრადის სრული ალყაში მოქცევის შესახებ განცხადებებს სკეპტიციზმით შეხვდნენ რუსი სამხედრო ბლოგერებიც კი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები