ბრაზილიაში, ნარკოდაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული რეიდის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა

რიო-დე-ჟანეიროს შტატის სახალხო დამცველის ოფისმა განაცხადა, რომ ნარკოდაჯგუფებების წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა.

პოლიციის წარმომადგენლებმა ოთხშაბათს განაცხადეს, რომ რიოს ყველაზე გავლენიანი კრიმინალური ორგანიზაციის, „კომანდო ვერმელოს“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დროს დაღუპულთა შორის იყო ბანდის 115 ეჭვმიტანილი და ოთხი პოლიციელი.

მასშტაბურ ოპერაციაში უშიშროების 2 500 თანამშრომელი და 32 ჯავშანტრანსპორტიორი მონაწილეობდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ეს იყო ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია, რომელიც აქამდე ჩატარებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები