პარიზის პროკურორის თქმით, ლუვრის მუზეუმიდან სამკაულების მოპარვის საქმეზე ხუთი ახალი ეჭვმიტანილი დააკავეს.
როგორც ფრანგული მედია აღნიშნავს, მანამდე დაკავებულმა ორმა ეჭვმიტანილმა „ნაწილობრივ აღიარა“ ძარცვაში მონაწილეობა, თუმცა ძვირფასი ქვები პოლიციას ჯერ არ უპოვია.
შეგახსენებთ, 19 ოქტომბერს ლუვრის მუზეუმში ძარცვა მოხდა. რამდენიმე ნიღბიანმა ნაპოლეონის კოლექციიდან სამკაულები მოიპარა, რომელთა ღირებულება 88 მილიონ ევრომდეა.