ტრამპი – ჩვენ დაუყოვნებლივ შევამცირებთ ტარიფებს ყველა ჩინურ საქონელზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვედრის შემდეგ “დიდი ლიდერი” უწოდა.

“ვაშინგტონი და პეკინი ბევრ რამეზე შეთანხმდნენ, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის დასრულებამდე მივედით და მალე გაგაცნობთ მათ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მისივე თქმით, აშშ დაუყოვნებლივ შეამცირებს ტარიფებს ყველა ჩინურ საქონელზე, რომლებიც მანამდე, ფენტანილის ქიმიური ინგრედიენტების შემოდინების საპასუხოდ დაწესდა.

უკრაინის საკითხზე საუბრისას, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ სი ძინპინთან შეთანხმების მიხედვით, ამ მიმართულებით „ერთად იმუშავებენ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები