ვენსი აცხადებს, რომ შეთანხმების მიუხედავად, ღაზაში მცირე შეტაკებები იქნება
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში რჩება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მცირე შეტაკებები არ იქნება,- ამის შესახებ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს.
ვენსი ამ კომენტარით ღაზას სექტორზე ისრაელის მიერ 28 ოქტომბერს დაწყებულ საჰაერო იერიშს გამოეხმაურა, როდესაც ისრაელმა ადმინისტრაციულ ცენტრზე საჰაერო დარტყმები დაიწყო.
როგორც ცნობილია, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის ძალებს უბრძანა, „დაუყოვნებლივი და მძლავრი დარტყმები მიიტანონ ღაზის სექტორში“. აღნიშნული გადაწყვეტილება „ჰამასის“ მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის პირობების მორიგი დარღვევის გამო მიიღეს.