მედია: iPhone 18 Pro + Starlink? — Apple-ი SpaceX-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს

Apple-ი SpaceX-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა 2026 წელს iPhone 18 Pro-სთვის Starlink თანამგზავრული კავშირი დაამატოს, რაც შესაძლოა გლობალური თანამგზავრული ინტერნეტის შექმნისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს.

ასეთი ფუნქცია საშუალებას მისცემს მოწყობილობებს შეინარჩუნონ კავშირი ინტერნეტთან იმ ადგილებშიც, სადაც ტრადიციული ქსელი მიუწვდომელია. ტექნოლოგია მოიცავს სატელიტიდან პირდაპირი კავშირის შესაძლებლობას, რომელიც აღადგენს სიგნალს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

თუ გარიგება საბოლოოდ დადებითად დასრულდება, Apple-მა შესაძლოა Globalstar-თან ამჟამინდელი პარტნიორობა დატოვოს და Starlink-ის პირდაპირი კავშირის ტექნოლოგია დანერგოს.

წყაროების ცნობით, SpaceX-ის ახალი თანამგზავრები უკვე მხარს უჭერენ Apple-ის იმავე რადიოსპექტრს, რაც სრულფასოვან 5G თანამგზავრულ ინტერნეტს მომავალი მოდელებისთვის სიცოცხლისუნარიან განახლებად აქცევს.

მიუხედავად იმისა, რომ არცერთ კომპანიას ოფიციალურად არ დაუდასტურებია გარიგება, როგორც მედია აღნიშნავს, მოლაპარაკებები ხაზს უსვამს Apple-ის მზარდ ამბიციებს, საგანგებო სატელიტური კომუნიკაციებიდან სრულფასოვან, რეალურ დროში გლობალურ ინტერნეტ დაფარვაზე გადავიდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები