დედამიწის “მეორე მთვარე” – პლანეტას თანამგზავრი 60 წლის განმავლობაში ეყოლება

NASA-ს ასტრონომების ცნობით, დედამიწას დროებით ახალი თანამგზავრი, ე.წ. კვაზი-მთვარე გამოუჩნდა. ობიექტი, რომელსაც 2025 PN7 ჰქვია, დედამიწასთან ერთად მოძრაობს მზის გარშემო და, მეცნიერების ვარაუდით, ჩვენი პლანეტის სიახლოვეს 2085 წლამდე დარჩება.

ახლად აღმოჩენილი ასტეროიდი, რომელსაც 2025 PN7 და არგუნა 2025 უწოდეს, პირველად ჰავაიზე მდებარე Pan-STARRS ობსერვატორიამ აღმოაჩინა.

ექსპერტების განმარტებით, 2025 PN7 არ არის მთვარის მსგავსი ბუნებრივი თანამგზავრი, რადგან იგი არ ბრუნავს უშუალოდ დედამიწის გარშემო. ის მზის ორბიტაზე მოძრაობს, თუმცა ისე, რომ დედამიწის ტრაექტორიას პერიოდულად მიჰყვება, ამიტომაც მას მეცნიერები „კვაზი-მთვარეს“ უწოდებენ.

NASA-ს ცნობით, ასტეროიდის დიამეტრი დაახლოებით 20 მეტრია და ის დედამიწასთან შედარებით უსაფრთხო მანძილზე, მილიონობით კილომეტრზე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები